კახა ბენდუქიძის გარდაცვალებაზე

indexარ მამკვდარ იყავ კარგ იყო,
მაჰკვდი მოგიტყან დედაო…
(ხალხური)

სწორედ ასეთი შეფასება შეიძლება მივიღოთ თუ გამოვითვლით ქართული საზოგადოების საშუალო არითმეტიკულ რეაქციას და სოც. ქსელების სტატუსებს. ქართული საზოგადოება, რომ ლიბერასტებსა და სტალინისტ მემარცხენეებს შორის მერყეობს, სწორედ ესაა უბედურება, არ არსებობს ძლიერი ცენტრისტული ან მემარჯვენე ვექტორი. ვირჩევთ ცუდსა და უარესს შორის.

დავუბრუნდები ცხონებულს: მქონდა პატივი მასთან საქმიანი ურთიერთობისა. ქონდა ე.წ “ხვატკა”, მაგრამ ვინაიდან მან, როგორც ბიზნესმენმა ფეხი რუსეთში აიდგა, მის ქმედებებს და აზროვენებას ძლიერ ეტყობოდა 90-ანი წლების მოსკოვის და ზოგადად რუსეთის კვალი. ე.წ. дикий капитализм იყო მისი მთავარი იდეოლოგია. თუმცა ვინაიდან უაღრესად ნაკითხი ადამიანი იყო და ამრიგად სხვის აზრსაც ითვალისწინებდა, ბოლოს “ლიბერტარიანელი” გახდა შემოიკრიბა რა გარშემო მსოფლიოს ცნობილი ლიბერასტები.

საკმაოდ სწორი ვექტორი ჩამოაყალიბა, აქცია რა სანაგვე უნივერსიტეტი თანამედროვე და ხარისხიან საგანმანათლებლო ცენტრად. მისი მთავარი მინუსი კი მის ჭარბ წონაში იყო: კი გვიყვარს ქართველებს ჭამა-სმა, მსუქანი ადამიანები კი არა. აკრიტიკებენ ტოტალური პრივატიზაციისთვის, მაგრამ მის მიერ გაყიდული ობიექტებიდან არცერთი არ დაჭრილა ჯართად, განსხვავებით ქართველი ჯიგარი წითელი დირექტორების ხელში აღმოჩენილი ქარხნებისგან (პანტიკო პრივეტ, ძაღლიშვილო!).

ყველაზე საწყენი მის სიკვდილში კი ისაა, რომ უხარიათ ისეთ ადამიანებს ვისაც მისი რეფორმების დროს საარჩევნო უფლებაც კი არ გააჩნდათ. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ახალგაზრდობა გამიზნულად მოიწამლა და იწამლება დღესაც. ასე რომ, ვერც ვერაფერი გვეშველება ბატონო კახი…

ქართული ბიზნესი, ანუ აბა მე რა დამრჩება, ძმაო?

28634ერის სიამე თუ სიკარგე, ძალიან კარგად ჩანს მის ბიზნეს იდეოლოგიაში. ის ძალიან კარგად აღწერს ეროვნულ ხასიათს, მაგალითად: ამერიკული ბიზნეს მიდგომა აგრესიულია, ამერიკელი ითხოვს ბიზნესის მნიშვნელოვან ზრდას წლიდან წლამდე. ამისათვის ის მზადაა როგორც ხარჯებისათვის ისე ფასდაკლებისათვის. გერმანელი უაღრესად რაციონალურია, სამას ჯერ დაითვლის სანამ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ამ კონტრაქტში ყველაზე წარმოუდგენელ სიტუაციასაც კი გაწერს. ებრაელი, კარგ ფასდაკლებას მოგცემს, მაგრამ იმდენს გეწუწუნება, მართლაც გეგონება, რომ მის შვილებს ულუკმაპუროდ ტოვებ ამ ფასდაკლების მოთხოვნით. არც ებრაელი და არც არაბი თავის სიტყვას არ გადავა, თუ შეუთანხმდი რამეზე – მოკვდება და სამარიდან მაინც შეასრულებს პირობას. თურქი, არასდროს გაგიშვებს მაღაზიიდან ხელცარიელს ერთი ლირის მაინც გაყიდინებს რამეს, მიუხედავად იმის, რომ ეს შენი ნავაჭრი შეიძლება სრული ნაგავი იყოს. ჩინელები ბევრნი არიან და შესაბამისად უყვართ ყველაფერი ბევრი: ბევრს შეუკვეთავ ბევრსაც დაგიკლებს. რუსი რის რუსია, თუ კაი გარიგება კარგად არ “დაასველა”?

ჩვენ ქართველები ვართ! და ქართველები ვართ უწინარეს ყოვლისა ბიზნესში! თუ ფული ჩადე და ერთ წელიწადში ორმაგი არ ამოიღე დებილი ხარ და გადაგიყრია ფული. საწარმოსთვის ფართს ან დანადგარს თუ ყიდულობ, ბოლო კაპიკზე უნდა ივაჭრო, ყველაზე დაბალ ფასიანი ვარიანტები უნდა შეარჩიო, იმდენად დაბალ ფასიანი, რომ დანადგარს ან ერთ დღეში ეტირება დედა ან მასზე მომუშავე მუშას შიგ შეათრევს და გადაღეჭავს, ფართი კი ყალბი საკუთრების საბუთებით იქნება და მოგადგებიან დაზარალებულები. მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ფული დაზოგე და კაი მანქანაც იყიდე და კაი შვიდ სართულიანი სუფრაც გაშალე.

მოხდა სასწაული და ასე არ მოქცეულხარ, მაშინ შენ თანამშრომლებს იმდენად ცოტას უხდი, რომ მშივრები ეცემიან ძირს. თუ იმდენს უხდი, რომ ლარიან ლობიანს ყიდულობენ ხანდახან, მაშინ მაინც იმხელა მარჟას ადებ რომ ერთი ერთში მოიგო!

ატყუებ ყველას: საგადასახადოს, კლიენტს, პარტნიორს, თანამშრომელს. როდესაც თანამშრომელი გიკიდებს და ნაკლებად ღორთან გადადის აგინებ და ამბობ, რომ უმადურია. როდესაც პარტნიორი გადგება საგადასახადოთი – ამბობ რომ შურიანი პროჭია! როდესაც საგადასახადო გადგება – სისხლიანი რეჟიმის, კორუფციული და კლანური მმართველობის ან/და მასონური გარიგების მსხვერპლი ხარ! როდესაც კლიენტი გიკიდებს ამბობ, რომ ქართველებს მხოლოდ სმა-ჭამა უნდათ და ტყეში ვცხოვრობთ!

თუ ჭკუა გიჭრის, სანამ ყოველივე ეს მოხდება, ქმნი რაიმე პოლიტიკურ პარტიას ან ეტენები მას, რომ იქეთ დაადგე პარტნიორს საგადასახადოთი. ამ დროს იცვლება მთავრობა და შენი პარტნიორი გადგება სასამართლო აღმასრულებლებით.

ტვინის განძრევაც გეზარებათ, ხელისაც, პროჭებიც ხართ და მერე კითხულობთ: რატომ არ ვითარდება ბიზნესი? ეგება და ილიას სიტყვები გაიხსენოთ ხანდახან? ნუ თუ მაგასაც ვერ იხსენებთ და მხოლოდ ის იცით, რომ ილია ჭავჭავაძე იყო ტიპიური მემამულე ბანკირი, რომელიც საწყალ გლეხებს 9 ტყავს აძრობდა და უბედურ თავადებს მიწებს ართმევდა, გთხოვთ იხილოთ ჩემი ბლოგის url-მისამართი.

ჩამოიარა სიკვდილმა…

ჩამოიარა სიკვდილმა, ქელეხი დახვდა წინაო…(ხალხური)

ქართველებს სიკვდილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ნუ შეიძლება, ზორასტრისტები (“შუშანიკის წამებიდან” ეს ოდენ საყვარელი ცეცხლ თაყვანისმცემლები) უფრო დიდს ანიჭებენ და სიჩუმის კოშკებში ელოდებიან დევებთან და ქაჯებთან შეხვედრას. თუმცა, სიკვდილს ჩვენს ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი უკავია.

საქართველოს აღმოსავლეთ კიდეში მდებარე ერთი ლამაზი კუთხის შვილების, სიყვარული ქელეხის კერძების მიმართ უამრავი ანეკდოტის მოტივად იქცა. გამორჩეული ადგილი უკავია, სიკვდილს, მე-20-ე საუკუნის გამორჩეული პროვინციელი მწერლების: ნოდარ დუმბაძისა და ოტია იოსელიანის შემოქმედებაში.

სიკვდილთან დაკავშირებული რიტუალები, ე.წ. “შევარდნაძის დროს” თამაშობდა სოციალური ქსელის როლსაც კი. ვინაიდან ხალხს სხვა გასაქანი არ ქონდა, ახალგაზრდები ერთმანეთს სწორედ გასვენებებს და პანაშვიდებზე იცნობდნენ.

როგორც ყოველივე ქმედება თანამედროვე ქართული საზოგადოებისა, სიკვდილთან დაკავშირებული რიტუალები აღსავსეა მარაზმისა და შიზოფრენიის ნიშნებით. ადრე, მიცვალებულს მღვდლის გარეშე ვმარხავდით, ეხლა ნება, რომ დაგვრთონ, ხევსურებისა არ იყოს, ერთ დიაკვანს ჩავაყოლებთ მაინც. ვხუმრობ, ვინც ვერ მიხვდით იხილეთ ჩემი ბლოგის url-მისამართი, ან გადაავლეთ თვალი წინა წლების ყვითელ პრესას. დიაკვანი არა, მაგრამ განუსაზღვრელი რაოდენობის სანთლები და გაურკვეველი წარმოშობის მუსიკა კი აუცილებელია. კარგია, რომ დოლ-გარმონიდან კლასიკასა და გალობებზე გადავინაცვლეთ. გალობებში კი სწორედ დევს გარკვეული საფრთხე: „მატრიალებელი ხალხი” (ეს ტერმინი, არცერთ ენაზე არ ითარგმნება და არც შესატყვისი გააჩნია), ხელმძღვანელობს რა ყველაზე მარტივი ლოგიკით, ყიდულობს რომელიმე მონასტრის მგალობელთა გუნდის ჩანაწერს, და აი სწორედ აქ ხდება კურიოზი, როდესაც “შენ ხარ ვენახის” შემდეგ შუა გასვენებაში უცბად დასჭექავენ მგალობლები მხიარულად: “ოცდახუთსა დეკემბერსა იშვა ქრისტე ბეთლემსაო და”.

ცალკე აბზაცად, გამოვყოფ ისეთ აუცილებელ და მაღალტექნოლოგიურ გადჯეტს, როგორიცაა სასახლე-მაცივარი (იხ. ილუსტრაცია). კიდევ კარგი, მუსიკალური ფონი ფარავს 87 წელს გამოშვებული კონდიციონერის კომპრესორის ხმარ, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ამ არაჩვეულებრივი გაჯეტის მთავარ კვანძს.

აღსანიშნავია, რომ ამ დევაისს გააჩნია ერთი არსებითი მინუსი, უფრო სწორედ ხარვეზი, რაც პანაშვიდისა და გასვენების არც თუ ისე სასიამოვნო ატმოსფეროში შემოჭრილ სუსი ნერვების პატრონს, მძიმე ტრავმას თუ არ აყენებს, საკმაოდ რთულ გამოცდას უწყობს პიროვნების არც თუ ისე მყარ ფსიქიკას: ვინაიდან კუსტარულად დამზადებული სასახლეების პირობებში, რთული ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, პრაქტიკულად შეუძლებელია ტენიანობის კონტროლი, ხოლო ცხედარი მოთავსებულია “as it is”, უკეთეს შემთხვევაში მიცვალებულის შუბლზე და ნიკაპზე ჩნდება თრთვილი, უარეს შემთხვევაში კი ფიზიოლოგიურ ნახვრეტებთან ლიმფა-ნარევი ლოლოები.

გასვენების, კულმინაცია – ქელეხი ნამდვილად ცალკე პოსტს იმსახურებს, ამჯერად არ დავიწყებ ამ ერთობ მნიშვნელოვანი ღონისძიების განხილვას, უბრალოდ რამდენიმე ნაკვესად გავიხსენებ ყველაზე უცნაურ და სახასიათო მომენტებს:

“მამაჩემი, სამხედრო გახლდათ უკვე პენსიაში გასული მშვიდად და წყნარად დალია სული “არამიანცის” საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ქელეხში, თამადამ (ჩემმა ბიძაშვილმა) მისი ყველა დაღუპული თანამებრძოლი ჯერ ერთდ მერე ცალ-ცალკე მოიხსენია, თავი მუხათგვერდის სასაფლაოზე გოა ხალხს…”

“18-19 წლისები ვიქნებოდით, ჩვენ უბნელი ბიჭები, რომ დაიღუპნენ ავარიაში, ერთ-ერთის დედის მითითებით თანატოლები საგანგებოდ მიგვიწვიეს ქელეხში, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც დავინახეთ მისი საყვარელი კონიაკის ბოთლები და წითელი “მალბოროს” კოლოფები. მიზეზი კი ის იყო, რომ უყვარდა და მისავალია, მას მერე უკვე მრავალმა წელმა განვლო, და მე მაინც არ მასვენებს კითხვა: ცხონებულს ქალებიც უყვარდა და იმჟამად დარბაზში, რაიმე პატარა ოთახი ხომ არ გამომაპარეს?”

“იმერეთში მივდიოდით გასვენებაში, გზაში შევყოვნდით და დავიგვიანეთ, გაუსვენებიათ… ქელეხიდან წამოსული ხალხი აშარად ხედავდა, რომ თბილისელები ვართ, ყველა გულითადად გვიხდიდა მადლობას დაფასებისა და მობრძანებისათვის, და ყოველი მეორე კაცი დასძენდა: მე ბიძია თამადა ვიყავი აქანე! რაზეც ჩვენმა მეგობარმა ჩაილაპარაკა: აფსუს, რა დროს მოკვდა საწყალი ივანიჩი, ეგეც ხო ითამადებდა!”

მოკლედ, იყავით დღეგრძელები, გასვენებები აჰორდა მაზდამ გაშოროთ, სიკვდილიც გასვენებაც და პანაშვიდი, იქამდე იცოცხლეთ სანამ შვილთაშვილის შვილებს უცემიხართ ოქროს ხელჯოხით, თუ ამის წაკითხვის შემდეგ დაძინება გაგიჭირდებათ ან ხასიათი წაგიხდებათ, გთხოვთ იხილოთ ჩემი ბლოგის url-მისამართი.

 

ათეიზმი, როგორც მოდა

Powerwolf_WeDrinkYourBloodამ რამდენიმე ხნის წინ, გავიგე ფრაზა, რომ თითქოსდა ათეიზმი, საქართველოში მოდურ ტენდენციად იქცა, და სწორედ ამის და გამო, ამდენმა ადამიანმა გაიზიარა ეს მსოფლმხედველობა.

დასაწყისშივე, მინდა ავღნიშნო, რომ ამ მოსაზრებას თავისი რაციონალური მარცვალი გააჩნია. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ქართველთა მასა ძალიან ადვილად ყვება მათთვის გაუგებარ ტენდენციებს, ხშირად ბრმად. ამის შესახებ, ჯერ კიდევ დიდი კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა მომაკვდავი გიორგი პირველის პირით. მაგრამ, პირადად მე, სავსებით ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა მინდა ყურადღება მივაპყრო იმას თუ რატომ გახდა ათეიზმი საქართველოში მოდური:

  • თქვენ ააყროლეთ მთელი საქართველო საკმევლის სუნად და შედეგად გააუფასურეთ  ის სიწმინდე, რასაც ეკლესია დებდა მასში;
  • თქვენ, ააშენეთ ეკლესიები ყველა ქუჩასა და ყველა უბანში, შედეგად ტაძარი აქციეთ “მაკდონალდსად”, ვინაიდან იგი “ფეხის ნაბიჯზე” გახდა ხელმისაწვდომი;
  • თქვენ სარწმუნოების ძირითადი დოგმატი დაიყვანეთ აბსურდამდე (ბიბლია იკითხე შე ყლეო!);
  • თქვენ აყიდინეთ მღვდლებს ჯიპები და “აიფონები”, რის შედეგადაც მსახურება მათ სამსახურად უქციეთ;
  • თქვენ დახოცეთ ცხვრები ლომისის წმინდა გიორგის სალოცავში და სალოცავი დუქნად აქციეთ;
  • თქვენ იმ დონეზე დევნეთ განსახვავებული აზრი, რომ მასას გაუჩინეთ ინტერესი ამ განსხვავებული აზრის მიმართ;
  • თქვენ მუშტით უსწორდებოდით სექტანტებს და ამ დროს არც კი გახსოვდათ, რომ პირველ ქრისტიანებს ლომებს უგდებდნენ;
  • თქვენ რელიგია შეგქონდათ ცხოვრების ყველა ასპექტში, ერეოდით როგორც პოლიტიკაში ისე, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებშიც;
  • თქვენ, თქვენსვე უსუსურობას რელიგიით ხსნიდით;

თქვენ, ამას და სხვა მრავალს ეხლა აგრძელებთ და არც უფიქრდებით თქვენს ქმედებებს. ასე, რომ გთხოვთ იხილოთ ჩემი ბლოგის url- მისამართი.

 

მისალმების მაგიერ…

ვინ ვარ მე? – მე ვარ, ჩვეულებრივი ქართველი სკეპტიკოსი, სოციოპატი. თუ არ ეთანხმებით ჩემს მოსაზრებებს, გთხოვთ იხილოთ ჩემი ბლოგის url- მისამართი.

რის შესახებ (მინდა, რომ) ვწერო? – იმის შასახებ, რაც მოცემული მომენტისათვის მაღელვებს და თუ გნებავთ მაწუხებს კიდეც. თუ არ იზიარებთ ჩემს წუხილს, გთხოვთ იხილოთ ჩემი ბლოგის url- მისამართი.

სულ ეს არის და ეს…

თუ რაიმე საწიააღმდეგო გაქვთ, გთხოვთ იხილოთ ჩემი ბლოგის url- მისამართი.